ანჯელინა ჯოლიმ აუქციონზე ჩერჩილის ნახატი რეკორდულ ფასად გაყიდა - კვირის პალიტრა

ანჯელინა ჯოლიმ აუქციონზე ჩერჩილის ნახატი რეკორდულ ფასად გაყიდა

უინსტონ ჩერჩილის ნახატი, რომლის მფლობელიც წლების განმავლობაში ჰოლივუდის ვარსკვლავი, ანჯელინა ჯოლი იყო, კრისტის აუქციონზე 8,2 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

როგორც BBC წერს, ეს ჩერჩილის ნახატებში გადახდილი რეკორდული ფასია და აქამდე დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის შემოქმედებაში გადახდილი ყველაზე მეტი თანხა 1,8 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო.

კრისტის აუქციონის წარმომადგენელმა ამ ნახატს ჩერჩილის შემოქმედებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი უწოდა.

ჩერჩილმა "Tower of the Koutoubia Mosque" მაროკოში, მარაკეშში ყოფნისას დახატა. 1943 წელს, იანვარში კასაბლანკას კონფერენცია გაიმართა, სადაც ჩერჩილი და აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი, ფრანკლინ დელანო რუზველტი ნაცისტური გერმანიის დასამარცხებელი სტრატეგიის შემდგომ ეტაპზე შეთანხმდნენ. შეთანხმების შემდეგ კი პირველმა პირებმა მარაკეშში გაისეირნეს. ყოველივე კი ბრიტანეთის პრემიერისთვის შთაგონების წყარო გახდა. მან მარაკეშის ერთ-ერთი სცენა დახატა და ნამუშევარი რუზველტს აჩუქა. იხილეთ სრულად