ანჯელინა ჯოლიმ აუქციონზე ჩერჩილის ნახატი რეკორდულ ფასად გაყიდა
02-03-2021
ანჯელინა ჯოლიმ აუქციონზე ჩერჩილის ნახატი რეკორდულ ფასად გაყიდა
უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლის ნა­ხა­ტი, რომ­ლის მფლო­ბე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი, ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი იყო, კრის­ტის აუქ­ცი­ონ­ზე 8,2 მი­ლი­ონ გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გად გა­ი­ყი­და.

რო­გორც BBC წერს, ეს ჩერ­ჩი­ლის ნა­ხა­ტებ­ში გა­დახ­დი­ლი რე­კორ­დუ­ლი ფა­სია და აქამ­დე დიდი ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში გა­დახ­დი­ლი ყვე­ლა­ზე მეტი თან­ხა 1,8 მი­ლი­ო­ნი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი იყო.

კრის­ტის აუქ­ცი­ო­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ამ ნა­ხატს ჩერ­ჩი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი უწო­და.

ჩერ­ჩილ­მა "Tower of the Koutoubia Mosque" მა­რო­კო­ში, მა­რა­კეშ­ში ყოფ­ნი­სას და­ხა­ტა. 1943 წელს, იან­ვარ­ში კა­საბ­ლან­კას კონ­ფე­რენ­ცია
გა­ი­მარ­თა, სა­დაც ჩერ­ჩი­ლი და აშშ-ის მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ფრანკლინ დე­ლა­ნო რუზ­ველ­ტი ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის და­სა­მარ­ცხე­ბე­ლი სტრა­ტე­გი­ის შემ­დგომ ეტაპ­ზე შე­თან­ხმდნენ. შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ კი პირ­ველ­მა პი­რებ­მა მა­რა­კეშ­ში გა­ი­სე­ირ­ნეს. ყო­ვე­ლი­ვე კი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ე­რის­თვის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო გახ­და. მან მა­რა­კე­შის ერთ-ერთი სცე­ნა და­ხა­ტა და ნა­მუ­შე­ვა­რი რუზ­ველტს აჩუ­ქა. იხილეთ სრულად


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა საკმარისი ინფორმაცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა საკმარისი ინფორმაცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ?