"მე გავაკეთე ის, რასაც ნებისმიერი ქმარი, მამა გააკეთებდა. ვფიქრობდი, ჩემი ოჯახი ამას უნდა ჩამოშორებოდა"
"მე გავაკეთე ის, რასაც ნებისმიერი ქმარი, მამა გააკეთებდა. ვფიქრობდი, ჩემი ოჯახი ამას უნდა ჩამოშორებოდა"
უკვე ერთ წელზე მეტია, სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას საზოგადოება უბრალოდ ჰარისა და მეგანის სახელით მოიხსენიებს. ერთი წლის წინ სამეფო ოჯახში დატრიალებული ქაოსის შემდეგ პრინცმა ჰარიმ თავის მეუღლესთან ერთად სამეფო ტიტული დათმო, პრივილეგიებზე უარი თქვა და ბრიტანეთი დატოვა.

როგორც ბრიტანული გამოცემები იუწყებოდნენ, ეს მათი სურვილი იყო, მეგანსა და ჰარის უბრალო ცხოვრების გაგრძელება სურდათ, რეგალიები, კამერების წინ გამოჩენა და მათ შესახებ ჭორების მოსმენა ღლიდათ და მშვიდი, წყნარი ოჯახის შესაქმნელად სამეფო ტიტული დათმეს.
ბრიტანეთი ჰარისა და მეგანის გადაწყვეტილებას რთულად შეხვდა. საზოგადოების ნაწილი ამ ყველაფერში მეგანს ადანაშაულებდა, თუმცა ნაწილი მიიჩნევდა, რომ პრინცესა დაიანას ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ ჰარი სწორად მოიქცა.

ახლა მეგანი და ჰარი მეორე შვილს ელოდებიან. ისინი მედიაში ბრიტანეთიდან წასვლის შემდეგ თითქმის არ ჩნდებიან და საზოგადოებას მათ შესახებ ყველა
სიახლე აინტერესებს. 2020 წლის ზაფხულში მეგანი ორსულად იყო, თუმცა მუცელი მოეშალა. ამ ტრაგედიაზე ჰარიმ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა და მალევე საზოგადოება მეგანის ორსულობაზე კვლავ ალაპარაკდა. აშშ-ში მცხოვრებმა წყვილმა ორსულობა საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა, პრინცი და მეგანი მეორე შვილის მოლოდინში არიან. ამ ბოლო დროს წყვილი ყველასთვის აქტუალურ თემას დაუბრუნდა - ჰარი სამეფო ოჯახიდან წამოსვლის რეალურ მიზეზე ალაპარაკდა.

"მე გავაკეთე ის, რასაც ნებისმიერი ქმარი, მამა გააკეთებდა. ვფიქრობდი, ჩემი ოჯახი ამას უნდა ჩამოშორებოდა", - აღნიშნა ჰარიმ.

მეგანისა და ჰარის თქმით, ისინი სამეფო ოჯახში დაბრუნებას არ აპირებენ, მათ ტიტულზე უარი სამუდამოდ თქვეს და აშშ-ში ბედნიერ ცხოვრებას არ დათმობენ. დედოფალმა ელიზაბეტმა წყვილს 12-თვიანი ვადა მისცა, ამ პერიოდის განმავლობაში, მათ უნდა ეფიქრათ, განესაჯათ და კარგად შეესწავლათ ახალი ცხოვრება და თუ 12 თვის შემდეგ უკან დაბრუნებას მოინდომებდნენ, სამეფო ოჯახი მათ მიიღებდა, თუმცა წყვილი დაბრუნებაზე უარს აცხადებს.

რამდენიმე კვირის წინ ბუკინგემის სასახლემ განაცხადა, რომ მეგანი და ჰარი ოჯახს ჩამოშორდნენ და ისინი თავიანთი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში სამეფო ტიტულს ვეღარ დაიბრუნებენ.

"ჰერცოგთან საუბრის შემდეგ დედოფალმა დაადასტურა, რომ მათ სამეფო ოჯახის საქმიანობისგან შორს შეუძლიათ გააგრძელონ პასუხისმგებლობებისა და მოვალეობების აღება და ასე ემსახურონ საზოგადოებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ამ განცხადების შემდეგ ჰარი მოულოდნელად ჯეიმზ კორდეინის შოუში გამოჩნდა, "The late show"-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის და მეგანი სოციალური ქსელის გარეშე ცხოვრებას სწავლობენ, რადგან სოციალური სივრცე მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას აზიანებს.

"იქ მართლაც რთული გარემო იყო. ყველამ იცის, როგორი შეიძლება იყოს ბრიტანული პრესა. ის ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას ანგრევდა. მე მოვიქეცი ისე, როგორც ნებისმიერი ქმარი და მამა მოიქცოდა", - აღნიშნა ჰარიმ ინტერვიუში.

ინტერვიუს ბოლოს ჰარიმ ისიც დაამატა, რომ იგი თავის ოჯახს არასდროს ჩამოშორდება, რაც უნდა მოხდეს, ჰარი სამეფო ოჯახის ნაწილი იქნება.

"მაგრამ ჩვენ არასდროს დავშორდებით ერთმანეთს, წამოვედით, თუმცა რა გადაწყვეტილებაც უნდა მივიღო, მე მათი ოჯახის წევრი ვარ და ყოველთვის ვიქნები", - აღნიშნა ჰარიმ.

ჯეიმზ კორდეინი ჰარის პატარა ბიჭზე, არჩიზეც ელაპარაკა. ჰარის თქმით, არჩი უკვე ლაპარაკობს და ნელ-ნელა სიტყვების გამოთქმას უკეთ დაიწყებს.

"ჩვენი საღამო ჩვეულებრივია - არჩი სვამს ჩაის, იღებს აბაზანას, ემზადება დასაძინებლად და შემდეგ ყველა ერთად ფილმს ვუყურებთ. არჩის პირველი სიტყვა "ნიანგი" იყო, ახლა კიდევ რამდენიმე სიტყვის წარმოთქმა ისწავლა. არჩის სიმღერა და ვაფლები უყვარს", - აღნიშნა ჰარიმ.

ცნობისთვის: პრინცი ჰარის ტრაგედია, რის გამოც მან უარი თქვა სამეფო ვალდებულებებზე, მის დედას, პრინცესა დაიანას უკავშირდება. პრინცესა დაიანა პაპარაცებისგან თავისდაღწევას ცდლობდა, როდესაც ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დაიანას პაპარაცები ავტომობილებითა და მოტოციკლებით მისდევდნენ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა. ამ ტრაგედიამ პრინცი ჰარის ცხოვრება სრულიად შეცვალა. მან  მეგანისა და თავისი შვილების კეთილდღეობისთვის სამეფო ტიტულზე საბოლოოდ თქვა უარი.(წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები