"ნაპოლეონ III-ის შვილიშვილი საკუთარ ღვინოს ბერიასთან ერთად აგემოვნებდა და შემდეგ სტალინს უგზავნიდა" - ვინ იყო კოსტა ჯოჯუა და რას წერს მასზე რუსული გამოცემა
"ნაპოლეონ III-ის შვილიშვილი საკუთარ ღვინოს ბერიასთან ერთად აგემოვნებდა და შემდეგ სტალინს უგზავნიდა" - ვინ იყო კოსტა ჯოჯუა და რას წერს მასზე რუსული გამოცემა
რუსულ "ნეზავისიმაია გაზეტაში" ("Независимая газета") გამოქვეყნებულია სტატია-რეცენზია სათაურით - "საფრანგეთის შვილი", "ალჟირის ხელმწიფე": ნაპოლეონ მესამის შვილიშვილი საკუთარ ღვინოს ლავრენტი ბერიასთან ერთად აგემოვნებდა და შემდეგ იოსებ სტალინს უგზავნიდა" (ავტორი - სერგეი შულაკოვი).

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, მკვლევრების - სვეტლანა ფერლონგისა და ენდრიუს როუს ავტორობით, 2020 წელს გამოცემული წიგნის - "საფრანგეთის დაკარგული კრონპრინცი: ნაპოლეონ III-ის მემკვიდრის საიდუმლო", საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ III-ის უკანონო შვილიშვილი კონსტანტინე (კოსტა) ჯოჯუა ყოფილა - იმპერიის პრინც ეჟენ ლუი ჟან
ჟოზეფის ვაჟი, რომელიც მას ლონდონში სამხედრო განათლების მიღების დროს, 1879 წელს "ვიღაც" ინგლისელი ქალისგან შეეძინა. თვითონ ეჟენი იმდროინდელ საფრანგეთში საკმაოდ პოპულარული პიროვნება ყოფილა - პარიზელები ხელმოწერებსაც აგროვებდნენ, რომ იმპერატორის მემკვიდრეს ტიტული "ალჟირის ხელმწიფე" ჰქონოდა...

მომავალი ნაპოლეონ IV, პრინცი ეჟენ ლუი ჟან ჟოზეფი ბრიტანეთის არმიაში სამსახურისას
აფრიკაში ზულუსებმა მოკლეს. მალე გაირკვა, რომ მას ვაჟი ჰყავდა. ამ ფაქტმა იმპერატორის ოჯახში სკანდალი გამოიწვია. საფრანგეთის დედოფალმა ევგენია დი მონტიხომ (ანუ ნაპოლეონ III-ის ცოლმა) შვილიშვილი შორს გადამალა - საქართველოში, პრინც აშილ მიურატისა და სალომე დადიანის ოჯახში. ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან კავკასიური არისტოკრატიის კავშირები საფრანგეთთან კარგად არის ცნობილი.

მოკლედ, ნაპოლეონ III-ის შვილიშვილისთვის (ანუ კრონპრინც "ნაპოლეონ V"-ისთვის) კონსტანტინე (კოსტა) დაურქმევიათ და საქართველოში იზრდებოდა. იგი ოფიციალურად ობლად ითვლებოდა, როცა გაიზარდა და დავაჟკაცდა, ხელი მევენახეობას მიჰყო და მეღვინე გამხდარა.

წიგნის ავტორები სერიოზულად წერენ, რომ კონსტანტინე ჯოჯუა 1921 წლის შემდეგაც, უკვე გასაბჭოებულ საქართველოში დარჩენილა. მას ისეთი ჩინებული ღვინო ჰქონდა, როცა საქართველოდან ის იოსებ სტალინს კრემლში გაუგზავნეს, ბელადს ძალიან მოსწონებია. კონსტანტინე ჯოჯუასთან, თურმე, ხშირად სტუმრობდა ლავრენტი პავლოვიჩიც და მასთან ერთად აგემოვნებდა ხოლმე ქართულ ღვინოს...

საკუთარ თავზე კოსტა ჯოჯუა არასოდეს არაფერს ამბობდა, არც დაუწერია რამე. წიგნის ავტორების აზრით, მას ბოლშევიკების მიმართ გარკვეული შიში ჰქონდა - ვაითუ, დამიჭირონო, თუმცა, კაცმა რომ თქვას, მისი წარმომავლობა ჩეკისტებს არ აინტერესებდათ.

იყო თუ არა მართლაც კონსტანტინე ჯოჯუა ნაპოლეონ მესამის შვილიშვილი? ეს ვერსია მანამ იარსებებს, სანამ პირიქით არ იქნება დამტკიცებული", - ნათქვამია სტატიაში. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

გიორგი
05 მარტი 2021 13:40
წინგში არაა მითითებული,რომ კოსტა უკანონო შვილიშვილი იყო,პირიქით დედამ დედოფალ მონტიხოს წარუდგინა საბუთები ქორწინების და ბავშვის დაბადების თაობაზე,რის შემდეგაც დედოფალმა აღიარა შვილიშვილი და დაიწყო მასზე ზრუნვა. ითვალისწინებდა, რომ მეუღლე და შვილი საეჭვო ვითარებაში დაეღუპნენ,რამოდენიმე წელი მალავდა სხადასხვა სახელებით ხან ინგლისში და ხან საფრანგეთში,მაგრამ საიდუმლო პოლიცია აგნებდა მის კვალს.და ბოლოს გადაწყდა მისი გადამალვა საფრანგეთიდან შორს რუსეთის იმპერიაში,უფრო ზუსტად სამეგრელოს სოფელ სალხინოში ჯოჯუების ოჯახში,რომლებიც სამეგტრლოს სხვა რაიონიდან სპეციალურად გადმოასახლეს.ლავრენტი ბერია იყო მისი შვილების მეგობარი და ხშირად სტუმრობდა კოსტას ოჯახს სადაც აგემოვნებდა ღვინოს.ეს იყო 1937 წლამდე სანამ კოსტას ორ შვილს და ბერიას მეგობრებს არ დახვრიტავენ ეჟოვის დავალებით შეთითხნილ საქმეზე,რითაც უნდოდათ ბერიის მზარდი ავტორიტეტის ნეიტრალიზება.ასე რომ კოსტა ვერ იქნებოდა ბერიასთან მოქეიფე რადგან ბერია უკვე მოსკოვში მოღვაწეობდა.
გიორგი
04 მარტი 2021 22:52
კოსტა ძალიან ჰგავს ბაბუამისს - იმპერატორ ნაპოლეონ III -ს
+++
04 მარტი 2021 19:30
სწორია -- 'მკვლევარების' და არა 'მკვლევრების'

რუბრიკის სხვა სიახლეები