როგორ გამოეხმაურნენ ბუკინგემის სასახლეში მეგან მარკლისა და პრინც ჰარის სკანდალურ ინტერვიუს - კვირის პალიტრა

როგორ გამოეხმაურნენ ბუკინგემის სასახლეში მეგან მარკლისა და პრინც ჰარის სკანდალურ ინტერვიუს

ბუკინგემის სასახლე აცხადებს, რომ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მიერ ოპრა უინფრისთან ინტერვიუში რასობრივ თემასთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხები მათთვის შეშფოთებულია.

"მთელი ოჯახი დამწუხრებულია იმის გაგებით, რამდენად რთული იყო ჰარისა და მეგანისთვის ბოლო წლები. წამოჭრილი საკითხები, კერძოდ კი რასიზმთან დაკავშირებული საკითხი, შემაშფოთებელია. ჩვენ ეს საკითხები სერიოზულად მივიღეთ და მიუხედავად იმისა, რომ მოგონებები შესაძლოა განსხვავებული იყოს, ოჯახი პირადად განიხილავს მათ. ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იქნებიან ოჯახის საყვარელი წევრები", – აღნიშნულია სამეფო სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანია CBS-მა ორი დღის წინ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ინტერვიუ გაავრცელა, სადაც სასექსის ჰერცოგინია სამეფო ოჯახში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, ოჯახის ერთ-ერთი წევრი მათი შვილის, არჩის, დაბადებამდე ღელავდა მისი კანის ფერზე და დასვა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რამდენად მუქი ფერის შეიძლებოდა ყოფილიყო მისი კანი, თუმცა მეგანმა სამეფო ოჯახის აღნიშნული წევრის ვინაობა არ დააკონკრეტა. მოგვიანებით, პრინცმა ჰარიმ განმარტა, რომ კითხვა არც დედოფალს და არც პრინც ჩარლზს არ დაუსვამს. ამასთან, ინტერვიუში მეგან მარკლიმ აღნიშნა, რომ ზოგჯერ "სიცოცხლე აღარ სურდა", რადგან სამეფო ცხოვრება ძალიან რთული იყო.

იხილეთ ასევე: "სამეფო ოჯახს არ სურდა, რომ ჩემი და ჰარის შვილი პრინცი ან პრინცესა გამხდარიყო"

"ინტერპრესნიუსი"