ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ატომური ელექტროსადგურის - "აკუიუ" მესამე ენერგობლოკის მშენებლობის დაწყების შესახებ განაცხადეს
ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ატომური ელექტროსადგურის - "აკუიუ" მესამე ენერგობლოკის მშენებლობის დაწყების შესახებ განაცხადეს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ატომური ელექტროსადგურის „აკუიუს“ მესამე ენერგობლოკის მშენებლობის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს.

საზეიმო ცერემონია ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, სადაც პრეზიდენტები მონაწილეობდნენ.

ენერგობლოკი თურქეთის მერსინის პროვინციაში აშენდება. მას რუსული სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ ააშენებს.

რუსეთის პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ რუსი და თურქი სპეციალისტების კოორდინირებული ძალისხმევით ელექტროსადგურის მშენებლობის უზრუნველყოფა შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად ხდება.

თურქეთის მხარის განცხადებით, „აკუიუ“ თურქეთის ენერგოუსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს. ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთისა
და თურქეთის პრეზიდენტები უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრაზეც შეთანხმდნენ.


"დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს, ეს უნდა გავაკეთოთ უახლოეს მომავალში", - აღნიშნა პუტინმა ერდოღანის მხრიდან შეხვედრის თაობაზე გამოთქმული სურვილის საპასუხოდ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები