კალიფორნიაში "ტესლას" ქარხანაში ხანძარი გაჩნდა - კვირის პალიტრა

კალიფორნიაში "ტესლას" ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

კალიფორნიის შტატში, ფრიმონტში მდებარე "ტესლას" ელექტრომობილების მწარმოებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

"როიტერის" ინფორმაციით, ცეცხლი ქარხნის იმ ნაწილში გაჩნდა, რომელშიც მშენებლობა მიმდინარეობდა. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი გამდნარ ალუმინთან ჰიდრავლიკური სითხის კონტაქტმა გამოიწვია.

ამჟამად ხანძარი კონტროლს ექვემდებარება.