"სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი უკვე ისტორიაში დარჩა და ახლა მომავალს უნდა შევხედოთ" - კვირის პალიტრა

"სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი უკვე ისტორიაში დარჩა და ახლა მომავალს უნდა შევხედოთ"

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი უკვე ისტორიაში დარჩა და ახლა მომავალს უნდა შევხედოთ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდესთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კომუნიკაცია რეგიონის ყველა ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.

"ომის შემდეგ გასულმა ოთხმა თვემ აჩვენა, რომ ორივე მხარეს სურს, მომავალზე კონცენტრირდეს. უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებების პროცესი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კომუნიკაციების გახსნასთან დაკავშრებით, რაც 10 ნოემბერს გაფორმებული განცხადების ნაწილი იყო. მოლაპარაკებებს უკვე ჰქონდა რამდენიმე რაუნდი და ვფიქრობ, რომ ეს საკითხი შეიძლება იყოს საწყისი წერტილი იმისთვის, რომ ომის ფურცელი მთლიანად დაიხუროს და ისტორიაში დარჩეს. კომუნიკაციების გახსნა რეგიონის ყველა ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება," - აღნიშნა ალიევმა.

ცნობისათვის, ილჰამ ალიევმა ეუთო-ს დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე ან ლინდე ხელმძღვანელობდა.