"აშშ-მა უნდა გააუქმოს სანქციები და გასცეს გარანტიები, რომ დონალდ ტრამპის შეცდომები აღარ განმეორდება" - კვირის პალიტრა

"აშშ-მა უნდა გააუქმოს სანქციები და გასცეს გარანტიები, რომ დონალდ ტრამპის შეცდომები აღარ განმეორდება"

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა მოხსნას და უნდა გასცეს გარანტიები, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაშვებული შეცდომები აღარ განმეორდება.

"შეერთებულმა შტატებმა უნდა მოხსნას ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და ასევე უნდა გასცეს გარანტია, რომ ტრამპის შეცდომები აღარ განმეორდება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია "ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის" ფარგლებში ვისაუბროთ", - განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა საიდ ხატიბზადემ.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოთქვა მზადყოფნა, 2015 წლის ბირთვულ შეთანხმების საკითხზე ევროპელ პარტნიორებთან ერთად ირანთან მოლაპარაკებები გამართოს. თეირანი კი აცხადებს, რომ პირველი ნაბიჯი ვაშინგტონმა უნდა გადადგას და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააუქმოს.

შეგახსენებთ, ბირთვული შეთანხმება დონალდ ტრამპმა 2018 წელს დატოვა და ირანს სანქციები დაუწესა.