კიმ ჩენ ინის და აშშ-ზე - "თუ მშვიდად ძილი უნდა, მყრალი სუნის გამოწვევისგან თავი უნდა შეიკავოს"
კიმ ჩენ ინის და აშშ-ზე - "თუ მშვიდად ძილი უნდა, მყრალი სუნის გამოწვევისგან თავი უნდა შეიკავოს"
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და, კიმ იო ჩენი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას აფრთხილებს, პირველი ნაბიჯის გადადგმა პრობლემების შექმნით არ დაიწყოს.

"რჩევა შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, რომელიც ოკეანის გადაღმიდან ცდილობს, ჩვენს მიწაზე დენთის სუნი გაავრცელოს. თუ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მშვიდად ძილი სურს, უმჯობესია, თავი შეიკავოს იმისგან, რომ მისი პირველ ნაბიჯი მყრალი სუნის გამოწვევა იყოს,"- განაცხადა კიმ იო ჩენმა.

აღსანიშნავია, რომ კიმ იო ჩენმა ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივან ანტონი
ბლინკენისა და თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის სეულში დაგეგმილ ვიზიტამდე ერთი დღით ადრე გააკეთა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები