"პეკინი შინ რეპრესიულად მოქმედებს, საზღვარგარეთ - აგრესიულად"
"პეკინი შინ რეპრესიულად მოქმედებს, საზღვარგარეთ - აგრესიულად"
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ჩინეთი აგრესიულად და რეპრესიულად მოქმედებს. ბლინკენმა, რომელიც ტოკიოში ვიზიტით იმყოფება, იაპონელი ჟურნალისტების მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე საუბრისას განაცხადა, რომ აღმოსავლეთ და სამხრეთ ჩინეთის ზღვებში ტერიტორიული პრეტენზიებით და ტაივანთან დაკავშირებული პოზიციით პეკინი "არათუ ამცირებს, არამედ აძლიერებს დაძაბულობას".

"პეკინი უფრო რეპრესიულად მოქმედებს შინ და უფრო აგრესიულად საზღვარგარეთ, მათ შორის აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, მათ შორის სენკაკუსთან, ასევე სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და ტაივანთან დაკავშირებით".

ცნობისათვის, ენტონი ბლინკენი,
აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან ერთად, იაპონიასა და სამხრეთ კორეას სტუმრობს. ვიზიტის მიზანი აზიაში ვაშინგტონის ალიანსების გაძლიერებაა. Reuters-ი წერს, რომ აღმოსავლეთ და სამხრეთ ჩინეთის ზღვებში ჩინეთის ტერიტორიული პრეტენზიები ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში პრიორიტეტული საკითხი გახდა, რომელიც იაპონიისთვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.
muamar kadafi
17 მარტი 2021 13:16
გვიანია ჯიგარო, ბაიდენის ლანჩი უკვე შეჭამეს ჩინელებმა

რუბრიკის სხვა სიახლეები