ავღანეთში უსაფრთხოების ძალების ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა - დაღუპულია 9 ადამიანი
ავღანეთში უსაფრთხოების ძალების ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა - დაღუპულია 9 ადამიანი
ავღანეთში, მაიდან-ვარდაკის პროვინციაში, უსაფრთხოების ძალების ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაღუპულია 9 ადამიანი, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ავღანეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზებს იძიებენ.

დაღუპულთა შორის ეკიპაჟის წევრები და ავღანეთში უსაფრთხოების ძალების თანამშრომლები არიან.

Reuters-ის ინფორმაციით, სააგენტოს წყარომ განუცხადა, რომ ვერტმფრენს აფრენისას რაკეტა დაეჯახა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები