"მე მას ჯანმრთელობას ვუსურვებ, ირონიისა და ხუმრობის გარეშე!"
"მე მას ჯანმრთელობას ვუსურვებ, ირონიისა და ხუმრობის გარეშე!"
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენის მიერ მის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

"რაც შეეხება ჩემი ამერიკელი კოლეგის განცხადებას, რა უნდა ვუპასუხო მას? მე მას ვეტყოდი: ჯანმრთელობას გისურვებთ! მე მას ჯანმრთელობას ვუსურვებ, ირონიისა და ხუმრობის გარეშე!" - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ბავშვობაში, როდესაც ბავშვები ეზოში კამათობდნენ, ერთმანეთს შემდეგი ფრაზით მიმართავდნენ : "ვინც იძახის იძახის, თავის თავზე იძახის!"

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის 2020
წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის "საფასურს გადაიხდის". ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია, ბაიდენმა უპასუხა : "დიახ." აღნიშნული განცხადებების საპასუხოდ მოსკოვმა აშშ-ში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები