ევროკავშირის სამიტი 25-26 მარტს ვირტუალურ ფორმატში გაიმართება
ევროკავშირის სამიტი 25-26 მარტს ვირტუალურ ფორმატში გაიმართება
25-26 მარტისთვის დანიშნული ევროკავშირის მეთაურთა სამიტი, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ეს იქნება 2020 წლის შუა პერიოდის შემდეგ პირველი შეხვედრა, რომელიც მსგავსი სახით ჩატარდება.

მანამდე, ევროკავშირის სამიტის გამართვა ჩვეულებრივი ფორმატით ბრიუსელში იგეგმებოდა.

სამიტის დღის წესრიგშია პანდემიასთან ბრძოლა და ვაქცინაციის კამპანიის დაჩქარება. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეები აპირებენ განიხილონ რუსეთთან და თურქეთთან შემდგომი ურთიერთობები.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები