"ევროკავშირს რუსეთის Sputnik V ვაქცინა არ სჭირდება" - კვირის პალიტრა

"ევროკავშირს რუსეთის Sputnik V ვაქცინა არ სჭირდება"

ევროკავშირს რუსეთის Sputnik V ვაქცინა არ სჭირდება და კოვიდ 19-ის იმუნიტეტის მიღწევა მთელ კონტინენტზე ევროპული წარმოების ვაქცინის გამოყენებით არის შესაძლებელი, - ამის შესახებ ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონმა განაცხადა, რომელიც ევროკავშირის ვაქცინებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს.

"Sputnik V საერთოდ არ გვჭირდება. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ივნისის ბოლომდე 300-350 მილიონამდე დოზის მიწოდება და შესაბამისად, 14 ივლისისთვის იმუნიტეტის მიღწევა მთელი კონტინენტის მასშტაბით შევძლოთ", - აღნიშნა ბრეტონმა.

ევროკომისარის ამ კომენტარს რუსული ვაქცინის მწარმოებელი გამოეხმაურა და ბრეტონი სუბიექტურობაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ Sputnik V ვაქცინის ექსპერტიზის პროცედურა მარტის დასაწყისში დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"