ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა დახურულ კარს მიღმა გაიკეთა - კვირის პალიტრა

ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა დახურულ კარს მიღმა გაიკეთა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა გაიკეთა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინაცია დახურულ კარს მიღმა განხორციელდა.

მათ არ დაუკონკრეტებიათ თუ კონკრეტულად რომელი ვაქცინით აიცრა ვლადიმერ პუტინი.

პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის შემდეგ პუტინი თავს კარგად გრძნობს და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ჩვეულ რიტმში აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ რუსეთში ვაქცინაცია ადგილობრივი წარმოების 3 ვაქცინით Sputnik V-ით, EpiVacCorona-თა და CoviVac-ით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე პუტინის ვაქცინაციის ამსახველი ფოტომასალა არ გავრცელებულა.