სომხეთში საომარი მდგომარეობა გაუქმდა - კვირის პალიტრა

სომხეთში საომარი მდგომარეობა გაუქმდა

სომხეთის პარლამენტმა საომარი მდგომარეობა გააუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პარლამენტმა ოპოზიციური ფრაქციების - "ნათელი სომხეთის" და "აყვავებული სომხეთის" მიერ წარდგენილი კანონპროექტი დღეს 118 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, კიდევ ერთმა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, რომ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია სომხეთში 2020 წლის 27 სექტემბერს, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყების დღეს, გამოცხადდა.