"ომი დასრულდა, თუმცა ყარაბაღის კონფლიქტი არ დასრულებულა" - კვირის პალიტრა

"ომი დასრულდა, თუმცა ყარაბაღის კონფლიქტი არ დასრულებულა"

"ომი დასრულდა, თუმცა ყარაბაღის კონფლიქტი არ დასრულებულა", - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა განაცხადა, რომელმაც დღეს ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის მოხსენება წარადგინა.

მისი თქმით, ამას აცხადებს არა მხოლოდ სომხური მხარე, არამედ საერთაშორისო საზოგადოება და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები.

როგორც სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სხდომაზე აღნიშნა, იმისთვის, რომ რეგიონში მშვიდობა დამყარდეს, თურქეთმა სომხეთის მიმართ აგრესიული პოლიტიკა უნდა შეცვალოს.

"ინტერპრესნიუსი"