"რუსეთი მთელ მსოფლიოში გაჰყვირის თავისი ვაქცინის სიკეთეზე, ჩუმ-ჩუმად კი დოზები უცხოეთიდან შეაქვს" - რას წერს ამერიკული გამოცემა - კვირის პალიტრა

"რუსეთი მთელ მსოფლიოში გაჰყვირის თავისი ვაქცინის სიკეთეზე, ჩუმ-ჩუმად კი დოზები უცხოეთიდან შეაქვს" - რას წერს ამერიკული გამოცემა

აშშ-ის გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსში" (The New York Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით - "რუსეთი მთელ მსოფლიოში გაჰყვირის თავისი ვაქცინის სიკეთეზე, ჩუმ-ჩუმად კი დოზები უცხოეთიდან შეაქვს", რომელშიც ყურადღება გამახვილებულია რუსეთის ფარმაცევტული მრეწველობის სისუსტეებზე - კრემლს საკუთარი ვაქცინის წარმოება რუსულ კომპანიებში არ შეუძლია და მის დამზადებას უცხოურ ფირმებს ანდობს (ავტორი - ენდრიუ კრამერი).

"რუსეთმა "სპუტნიკ-V" ვაქცინის დოზები ათობით ქვეყანაში გაიტანა - არგენტინიდან და ბოლივიიდან დაწყებული, ალჟირამდე და უნგრეთამდე. მაგრამ თვითონ რუსეთის შიგნით მასობრივი ვაქცინაცია ძალიან ჩამორჩება აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ტემპებს. კრემლს საკუთარ ქარხნებში წარმოებული ვაქცინა არ ჰყოფნის და, შესაბამისად, მოსკოვი სხვა ქვეყნების ქარხნებში (კომპანიებში) ვაქცინის წარმოების განლაგებას არ თაკილობს.

სტატიის ავტორის გაანაგარიშებით, პირველი აცრა რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 4,4%-მა ჩაიტარა: შედარებისთვის: ევროკავშირში ეს მაჩვენებლი 10%-ს აღწევს, აშშ-ში - 26%-ს და დიდ ბრიტანეთში - 45%-ს.

დღეისთვის "სპუტნიკ-V"-ის იმპორტი რუსეთის მოსახლეობისათვის სამხრეთ კორეიდან ხდება, რომლის ქარხნებში კრემლის სამთავრობო შეკვეთებია (კონტრაქტებია) განთავსებული. მოლაპარაკება მიმდინარეობს, აგრეთვე, ინდოეთისა და [იტალიის] კომპანიებთან. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ