"ვიფიქრე, რომ იმ დღეს ჩემი ცხოვრება მორჩა, მათ სახეზე იმედგაცრუებას ვხედავდი, გული გავუტეხე და იმედები ვერ გავუმართლე" - კვირის პალიტრა

"ვიფიქრე, რომ იმ დღეს ჩემი ცხოვრება მორჩა, მათ სახეზე იმედგაცრუებას ვხედავდი, გული გავუტეხე და იმედები ვერ გავუმართლე"

როგორც არ უნდა იცხოვრო, ყოველთვის გაქვს შანსი ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყო, ამის თვალსაჩინო მაგალითი კანადელი პროფესორის საინტერესო ისტორიაა, რომელიც კრიმინალური წარსულით დაიწყო და პროფესორის ხარისხით დაგვირგვინდა. 37 წლის ჯესი სისთლმა ათწლეულებზე მეტი ციხესა და ქუჩაში გაატარა, მაგრამ ერთ დღეს დანებების მაგივრად ბრძოლა არჩია და თავისი უიმედო ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

"ხანდახან ღამე სიცივეში დარჩენილი ქუჩას მიუყვებოდი, შადრევანის ცივ წყალში ხალხის მიერ გადმოგდებულ მონეტებს ვეძებდი და ბედის ანაბარა, იმის იმედად ვიყავი, რომ საჭმლის საყიდლად ფულს მოვაგროვებდი" - იხსენებს ჯესი.

ჯესის ცხოვრება დაბადებიდან ქაოსური იყო, 19 წლის ასაკში ბიჭი ბებიამ სახლიდან გამოაგდო და მისი ამბავიც სწორედ ამ დღიდან დაიწყო. "ბებიაჩემი დისციპლინის მოყვარული იყო, ის ფიქრობდა, რომ ოჯახში ყველას თავდაუზოგავად უნდა ემუშავა და დასვენების საშუალებას არ გვაძლევდა. ერთხელ გამაფრთხილა, რომ თუ ნარკოტიკის მოხმარებას დავიწყებდი, სახლიდან გამაგდებდა და ასეც მოხდა" - ამბობს ჯესი.

სონი სისლი, ჯესის მამა ნარკოდამოკიდებული იყო, ერთ დღეს წამლისა და ვალების გამო პრობლემები შეექმნა, მოულოდნელად ქალაქი დატოვა და ჩრდილოეთ სასკაჩევანში გაიქცა. სონი იქ ახალგაზრდა ქალს ბლანჩეს შეხვდა და მალევე ცოლად მოიყვანა. ბლანჩესა და სონის სამი ვაჟი ეყოლათ. ჯოში, ჯერი და მესამე ჯესი. სონი ჰეროინს მოიხმარდა, პრობლემებს კი სწორედ მისი ნარკოდამოკიდებულება იწვევდა, ბლანჩემ ამ ყველაფერს ვერ გაუძლო და ბაშვებთან ერთად სხვა ქალაქში გადავიდა. სონი ნარკოტიკებს ვერ ეშვებოდა, რამდენიმე დღით ქრებოდა, თითქოს თავს ანებებდა, თუმცა ძლიერი სურვილი ნებისყოფას სძლევდა და კვლავ ჰეროინის საყიდლად მიდიოდა.

დედას სამი შვილის მარტო გაზრდა უჭირდა, სოციალურმა სამსახურმა ეს შეამჩნია და 4 წლის ჯესი და თავისი ძმები ჯერ მამას, შემდეგ კი დედას ჩამოაშორეს და აღმზრდელ ოჯახებს მიაბარეს. რამდენიმეწლიანი ობლობის შემდეგ, ბიჭები სონის დედასთან გადაიყვანეს და ბებია-ბაბუამ შვილიშვილის გაზრდა თავისთავზე აიღო. ბებიას ბიჭები წლები არ ენახა, თავისი წესები ჰქონდა, რომლის დარღვევასაც არ აპირებდა და ბიჭებს ამ წესებთან შეგუება აუცილებლად მოუწევდათ. ჯესი სისთლი დედასთან და ძმებთან ერთად

"დედაჩვენი ინდოეთიდან იყო, ჩვენც ნახევრად ინდოელები გამოვდიოდით. კანადაში რასიზმი დიდ პრობლემას წარმოადგენდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ეროვნება დაგვემალა და თავს იტალიელებად ვასაღებდით, მათ მიმართ ყოველთვის უკეთესი დამოკიდებულება ჰქონდათ. ვუარყოფდი იმას ვინ ვიყავი, ჩემი ეროვნების მიმართ ზიზღიც კი გამიჩნდა, მეზიზღებოდა დედაც რადგან ჩვენს გვერდით არ იყო, ვფიქრობდი, რომ დაგვტოვა და არ ვაინტერესებდით" - ამბობს ჯესი.

სკოლაში ჩხუბისა და აურზაურის დროს, სისთლიმ ნარკოტიკების მიღება დაიწყო, ამ ტკვილისა და არეულობაში თავის საშველად მაშინ მხოლოდ ეს გამოსავალი მოძებნა და მიხვდა, რომ მამის კვალს გაყვა, ეს კი აუცილებლად დაღუპავდა. ნარკოტიკების მიღებიდან მალევე, ბებიამ ჯესის შარვლის ჯიბეში კოკაინის მთელი შეკვრა იპოვა, გაბრაზებულმა ქალმა ჯესის ნივთების ჩალაგება მოსთხოვა და შვილიშვილი სახლიდან გააგდო. "ვიფიქრე, რომ იმ დღეს ჩემი ცხოვრება მორჩა, მათ სახეზე იმედგაცრუებას ვხედავდი, გული გავუტეხე და იმედები ვერ გავუმართლე" - იხსენებს ჯესი.

ჯესის ძმა ჯოში პოლიციელი იყო, ერთ სახლში ცხოვრების პერიოდში ჯესი ძმის პოლიციის ჟეტონს ატარებდა, რომელსაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასოდ სამგზავროთა და გოგოების მოსახიბლად იყენებდა. თუმცა სახლში დაბრუნებულმა ჯოშმა გაიგო, რომ მისი ძმა ნარკოტიკებს მოიხმარდა, ჟეტონი ჩამოართვა და ჯესისთან კონტაქტი გაწყვიტა. 20 წლის ახალგაზრდა უკვე უსახლკარო იყო.

სისთლის 4 თვე მანქანაში ეძინა, შემდეგ საერთო საცხოვრებელს აფარებდა თავს, ბიჭმა ყვეალფერი გაყიდა, მხოლოდ იმ ტანსაცმლით დარჩა რაც ტანზე ეცვა, თუმცა საარსებოდ ეს არ ყოფნიდა და მაინც მუდმივად საჭმლის საშოვნელად დახეტიალობდა. ჯესი სისთლი მამასთან და ძმებთან ერთად

1993 წელს ახალი წლის საღამოს უკვე 23 წლის ჯესი მთელი ღამე უფასო წვეულებაზე იყო, ერთობოდა, მომდევნო დღეს მეგობრის სახლში სტუმრადაც უნდა მისულიოყო. იმ საღამოს კლუბში გაცნობილმა ხალმა ჯესი პიცაზე დაპატიჟა და ტანსაცმელებიც მისცა. ეს უჩვეულო ვითარება ჯესისაც ეუცხოა, თუმცა საჭმელსა და სამოსზე უარს ვერ იტყოდა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ახალიწლის საღამოს მეზობელ კორპუსში ბინა გაძარცვეს, სახლიდან წაღებული ნივთების უმეტესობა კი კლუბში გაცნობილმა წევრებმა ჯესის "ვითომ" საჩუქრად მისცეს და 23 წლის ახალგზარდა ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

"როგორც მივხვდი, ჩემთვის ქურდობის გადმობრალებას ცდილობდნენ, იმ საღამოს რაღაც კოდები და სანტერესო ინფორმაციაც მოვისმინე, თუმცა არ მიფიქრია რომ ეს ქურდობას უკავშირდებოდა. პოლიციაში არცერთი მთგანი არ ვამხილე და სწორად მოვიქეცი, რადგან ვიცოდი, თუ რაიმეს ვიტყოდდი ციხიდან გამოსვლის შემდეგ აუცილებლად მომკლავდნენ და გაჩუმება ვამჯობინე" - იხსენებს ჯესი.

ჯესი ციხეს გადაურჩა, ქურდობაში ბრალი ვერ დასდეს და გაუგებრობიდან თავი მალევე დააღწია. მეორე დღეს, სასოწრაკვეთილმა ახალგაზრდამ გაბრაზებულ გულზე აფთიაქიდან ტკივილგამაყუჩებლები მოიპარა, გადაყლაპა და წამლის ზემოქმედების ქვეშ სრულიად გაგიჟდა, ჯესიმ მეორე დღეს საავადმყოფოში გაიღვიძა. 19 წლის ჯესი სისთლი

წამლებსა და ნარკოტიკზე დამოკიდებული სისთლი, ძმამ ჯერიმ სახლში გამოკეტა, თავის საშველად კი ბიჭმა მესამე სართულიდან გადახტომა გადაწყვიტა, ფანჯარა გატეხა, გადახტა და ორივე ფეხი მოიტეხა. ჯესი საავადმყოფოში წაიყვანეს, თითქოს ყვლაფერი დალაგდა მაგრამ პრობლემები ახლა იწყებოდა. ჯესის ფეხმა გაშავება დაიწყო, ბიჭი თითებში ძალას ვეღარ გრნობდა.

"ჩემს ფეხს დამპალი ხორცის სუნი და ფერი ჰქონდა, მივხვდი ნეკროზი იწყებოდა" - იხსენებს ჯესი. ექიმის თქმით, თუ სილურჯე არ გაივლიდა, ჯესისთვის ერთი ფეხი უნდა მოეკვეთათ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილი გარანტირებული ჰქონდა. პანიკაში ჩავარდნილი ჯესი საავადმყოფოდანაც გაიქცა.

"მინდოდა ჩემი წამალზე დამოკიდებულება არავის გაეგო, სად უნდა წავსულიყავი, მხოლოდ ციხეში მეგულებოდა საკანი, სადაც ყველა მშვიდად იქნებოდა და მეც მომივლიდნენ."

ამ ფიქრებში გართულმა ჯესიმ მაღაზია გატეხა, გაიქცა და ქალაქში ერთ-ერთ სანაგვე ყუთში პატარა სამალავი იპოვა. რამდენიმე დღე იქ გაატარა, მოწყალების თხოვნით 40 დოლარი მოაგროვა და ისევ წამლის საყიდლად წავიდა.

"საღამოს ჩემი ფეხით მივედი პოლიციაში, ვუთხარი რომ მაღაზია გავტეხე და დავეპატიმრებინე" - იხსენებს ჯესი.

ციხე რადიკალური ცვლილებების ადგილი აღმონჩდა, საკანში მატო დარჩენილმა სისთლიმ მკურნალობა დაიწყო, ფეხზე სილურჯემ გაიარა და თავს უკეთ გრძნობდა.

"ციხეში დიდი დრო მქონდა, გადმოვიღე ბიბლითეკიდან წიგნები და კითხვა დავიწყე, ეტიკეტის კურსი გავიარე და მაგიდანსთან ჭამა და ჰიგიენის დაცვა ვისწავლე" - ამბობს ჯესი.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჯესიმ მკურნალობა სარეაბილიტაციო ცენტრში განაგრძო ერთი წელი იქ დაჰყო და ცხოვრების სწორ გზაზე ბოლომდე წავიდა, არ დანებდა. სარეაბილიტაციო ცენტრში ყოფნის დროს, ჯესიმ წერილი მიიღო, სადაც ქალის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი ეწერა. წერილის ავტორი დედამისი იყო, ქალი რომელმაც ბავშვები წლების წინ დატოვა. ჯესიმ ბლანჩეს დაურეკა და წლების შემდეგ დედას პირველად დაელაპარაკა.  რამდენიმე კვირაში ბიჭს ბებიამაც დაურეკა, ავად იყო და მისი ნახვა სურდა. ჯესი დედასთან ერთად

"ბებიას სანახავად გამიშვეს, მივედი და საუბარში მითხრა, რომ მისთვის პირობა მიმეცა, უნდა დავპირებოდი რომ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, განათლებას მივიღებდი და წამლებს არასდროს გავეკარებოდი. მეც დავიფიცე რომ მის სიტყვას შევასრულებდი" - იხსენებს ჯესი.

ბებიის გარდაცვალებიდან რამდენიმე წელში, ჯესი თავის სკოლის ძველ მეგობარს ლუსის შეხვდა. ლუსიმ და სისლიმ სკოლის პერიოდი გაიხსენეს, ბევრი ილაპარაკეს და რამდენიმე კვირაში მიხვდნენ, რომ ერთმანეთი მოსწონდათ. 2009 წელს ჯესიმ სარებილიტაციო ცენტრი დატოვა, გამოჯანმრთელებულის ცნობა მიიღო და ახალი ცხოვრების დასაწყებად მოემზადა. ჯესისა და ლუსის ქორწილი 2012 წელს

"ვფიქრობდი, რომ ლატარია მოვიგე, გამოჯანმრთელებული ვიყავი და თან შესანიშნავ ქალს ვუყვარდი. როდესაც ვიღაცას გულრფელად უყვარხარ, გინდა მისთვის ყველაფერი დათმო" - ამბობს სისთლი.

ლუსი ჯესის დაეხმარა კარგი სამსახური იშოვნა, წელიწადნახევარში კი სისთლიმ საყვარელ ქალს ცოლობაც სთხობა. 35 წლის ასაკში ჯესი ისტორიის ფაკულტეტზე ტორონტოს უნივერსიტეტში ჩაირიცხა. უნივერსიტეტის მეორე წელს ჯესიმ ოჯახის მოძებნა დაიწყო, დეიდები, დედა და რამდენიმე ნათესავი მოიძია.

მეორე კურსის ბოლოს ჯესი ლექტორის ასისტენტი გახდა, სასკაჩევანში ჩავიდა, დედასა და დეიდას მიაკითხა და 37 წლის ასაკში წლების უნახავი დედა ნახა. ორ წელში ჯესიმ ტორონტოს უნივერსიტეტი უმაღლესი მოსწრებით დაასრულა და დიპლომიც მიიღო. ახალი ცხოვრების დასაყისში ჯესიმ რელიგიურ საკითხებშიც ჩაიხედა, ეკლესიას ესტუმრა და დედას ყველაფერი აპატია.

"კოკაინი დღემდე მინდება, თუმცა მე მისი მართვა ვისწავლე" - ამბობს ჯესი სისთლი. ჯესი და ლუსია

ყველაფერი თავის ადგილას დადგა, თუმცა ჯესის ერთი ფიქრი არ ასვენებდა, მამას ვერ პოულობდა. დედამ მასზე არაფერი იცოდა, პოლიციასა და კლინიკებში კი თითქმის არაფერის ეუბნებოდნენ. რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ, ჯესიმ პოლიციის განყოფილებაში განცხადება ნახა, სონის მკვლელობაში სდებდნენ ბრალს და წლები ეძებდნენ, თუმცა მისი კვალი არსად იყო, კაცი უბრალოდ აორთქლდა.

ჯესი იმედს იტოვებს, რომ მამაისი იმალება, ცოცხალია და ერთ დღეს კვლავ მასავით გამოსწორებული დაბუნდება შინ.

"ალბათ არსებობს სადღაც ვინმე, ვინც იცის მამაჩემის ადგილსამყოფელი. ჩემს ნაწილს არ უნდა იმის აღიარება, რომ ის მკვდარია, მჯერა რომ დაგვიბრუნდება" - ჯესი სისთლი. წყარო

(სპეციალურად საიტისთვის)