"უკრაინული მხარე, შესაძლოა, ამა თუ იმ გზით პროვოკაციულ ქმედებებზე წავიდეს, რაც ომს გამოიწვევს" - კვირის პალიტრა

"უკრაინული მხარე, შესაძლოა, ამა თუ იმ გზით პროვოკაციულ ქმედებებზე წავიდეს, რაც ომს გამოიწვევს"

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი შეშფოთებულია უკრაინაში დაძაბულობის ზრდით და შიშობს, რომ ქვეყნის მთავრობის ქმედებებმა, შესაძლოა, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტის ხელახალი დაწყება გამოიწვიოს.

"ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას მზარდი დაძაბულობის გამო და იმის გამო, რომ ამა თუ იმ გზით, უკრაინული მხარე შესაძლოა, პროვოკაციულ ქმედებებზე წავიდეს, რაც ომს გამოიწვევს. რა თქმა უნდა, ნამდვილად არ გვსურს ამის ნახვა", – აღნიშნა პესკოვმა.

კითხვაზე, უშვებს თუ არა ის ამ ომში დონბასის მხარეს რუსეთის მონაწილეობის შესაძლებლობას, კრემლის პრესსპიკერმა განმარტა: "ვგულისხმობ სამოქალაქო ომს, რომელსაც იქ უკვე ადგილი ჰქონდა".