"პოზნერთან დაკავშირებული ინციდენტი აჩვენებს, რომ საქართველო ღრმა კრიზისშია და რამდენად სახიფათოა რუსი მოქალაქეებისთვის იქ ყოფნა" - კვირის პალიტრა

"პოზნერთან დაკავშირებული ინციდენტი აჩვენებს, რომ საქართველო ღრმა კრიზისშია და რამდენად სახიფათოა რუსი მოქალაქეებისთვის იქ ყოფნა"

ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებული ინციდენტი აჩვენებს, რომ საქართველოს საშინაო პოლიტიკას ღრმა რადიკალიზმი განსაზღვრავს და რუსეთის მოქალაქეების იქ ყოფნა უსაფრთხო არაა, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

მისი თქმით, პოზნერის გარშემო განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ საქართველო ღრმა კრიზისშია.

"პოზნერის ვიზიტის გარშემო განვითარებული მოვლენები, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად ღრმა კრიზისშია საქართველო. რადიკალიზმი ბევრ რამეში განსაზღვრავს საქართველოს შიდა პოლიტიკას და ეს, რა თქმა უნდა, არაფერ სასიკეთოს არ მოიტანს,"- აღნიშნა ვოლოდინმა.

მისი თქმით, ანალოგიური მოხდა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიმართაც. "ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ საქართველოს ანგრევს და ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად სახიფათოა რუსი მოქალაქეებისთვის იქ ყოფნა,"- განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

"ინტერპრესნიუსი"