არგენტინის პრეზიდენტს, ალბერტო ფერნანდესს, კორონავირუსი დაუდასტურდა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ფერნანდესმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა.62 წლის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ტემპერატურა აღენიშნება, თავს კარგად გრძნობს."ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ,"- წერს ფერნანდესი.აღსანიშნავია, რომ არგენტინის პრეზიდენტი მიმდინარე წლის დასაწყისში რუსული ვაქცინა Sputnik V-ით აიცრა."ინტერპრესნიუსი"