არგენტინის პრეზიდენტს, რომელიც წლის დასაწყისში რუსული ვაქცინით აიცრა, კორონავირუსი დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

არგენტინის პრეზიდენტს, რომელიც წლის დასაწყისში რუსული ვაქცინით აიცრა, კორონავირუსი დაუდასტურდა

არგენტინის პრეზიდენტს, ალბერტო ფერნანდესს, კორონავირუსი დაუდასტურდა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ფერნანდესმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა.

62 წლის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ტემპერატურა აღენიშნება, თავს კარგად გრძნობს.

"ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ,"- წერს ფერნანდესი.

აღსანიშნავია, რომ არგენტინის პრეზიდენტი მიმდინარე წლის დასაწყისში რუსული ვაქცინა Sputnik V-ით აიცრა.

"ინტერპრესნიუსი"