ჰა­კე­რებ­მა მარკ ცუკერბერგისა და Facebook-ის 533 მი­ლი­ონ­ზე მეტი მომ­ხმა­რებ­ლის პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი მო­ი­პა­რეს და ინ­ტერ­ნეტ­ში გა­ავ­რცე­ლეს - კვირის პალიტრა

ჰა­კე­რებ­მა მარკ ცუკერბერგისა და Facebook-ის 533 მი­ლი­ონ­ზე მეტი მომ­ხმა­რებ­ლის პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი მო­ი­პა­რეს და ინ­ტერ­ნეტ­ში გა­ავ­რცე­ლეს

ჰაკერებმა სოციალურ ქსელ Facebook-ის 533 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპარეს და ინტერნეტში გაავრცელეს.

მედიის ინფორმაციით, ჰაკერებმა სულ 106 ქვეყნის მოქალაქის პირადი ინფორმაცია მოიპოვეს. როგორც ცნობილია, საქმე ეხება სოციალური ქსელის მომხმარებლების ბიოგრაფიებს, დაბადების თარიღებს, მობილური ტელეფონის ნომრებს, ელექტრონული ფოსტის მისამარათებსა და სხვა ინფორმაციას.

ჰაკერებმა მოიპარეს "ფეისბუქის" დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის პირადი მონაცემებიც და მისი ტელეფონის ნომერი გაასაჯაროვეს.

Facebook-ის ინფორმაციით, ინტერნეტში გავრცელებული მონაცემები, სავარაუდოდ ჰაკერებმა 2019 წელს მაშინ მოიპარეს, როდესაც სოციალურ ქსელს გარკვეული ხარვეზები ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ 106 ქვეყანას შორის საქართველოც მოხვდა და ინტერნეტში 95 193 მოქალაქის პირადი მონაცემი გავრცელდა.