"კიევი ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებით, უკრაინის საშინაო კრიზისს მხოლოდ გააუარესებს" - კვირის პალიტრა

"კიევი ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებით, უკრაინის საშინაო კრიზისს მხოლოდ გააუარესებს"

კიევი, ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებით, უკრაინის საშინაო კრიზისს მხოლოდ გააუარესებს, ეს იდეა მიუღებელია თვითგამოცხადებულ დონეცკსა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მცხოვრები ადამიანებისთვის, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"ჩვენთვის ძალიან საეჭვოა, რომ ეს უკრაინას შიდა პრობლემასთან გასამკლავებლად დაეხმარება. ჩვენი აზრით, ეს კიდევ უფრო გააუარესებს სიტუაციას, რადგან ხალხის აზრს ყურადღების გარეშე ვერანაირად ვერ დატოვებ, როდესაც ნატო-ში გაწევრიანებაზეა საუბარი და თუ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში მცხოვრები რამდენიმე მილიონი ადამიანის აზრს იკითხავთ, გაიგებთ, რომ ამ ხალხისთვის ნატო-ში გაწევრიანება მიუღებელია," - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიანება დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზაა და რომ უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება რუსეთისთვის ნამდვილი სიგნალი იქნება.