"რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად კიდევ ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა" - კვირის პალიტრა

"რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად კიდევ ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა"

"რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 14-ჯერ დაარღვიეს, რის შედეგადაც ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა", - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის დილის მოხსენებაშია აღნიშნული.

"მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. გარდა ამისა, გაერთიანებული ძალების ოპერაციის არეალში, ერთი ჯარისკაცი დაუდგენელ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქების შედეგად დაიღუპა,"- აღნიშნულია შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების ქმედებების შესახებ უკრაინულმა მხარემ ეუთოს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა.

"7 აპრილს, დილის 7 საათის მონაცემებით, საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა არ დაფიქსირებულა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"