ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა
ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში ჩავიდა, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ფაშინიანის პრესსპიკერის, მანე გევორგიანის თქმით, ლიდერები სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების დღის წესრიგის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებს განიხილავენ. "ორი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების დღის წესრიგის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებს, კერძოდ, სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, ენერგეტიკას, უსაფრთხოებას, სტრატეგიულ ინვესტიციებს, ჯანდაცვას.

შეხვედრის დღის წესრიგში ასევე შედის ის საკითხები, რომლებიც ეხება 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებაში მითითებული პირობების შესრულებას და
ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებს ", - განაცხადა სომხეთის პრემიერის პრესსპიკერმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები