თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს იწყებენ
თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს იწყებენ
თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს იწყებენ

აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროების "ერთობლივი წლიური გეგმის" თანახმად, დღეს, ორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით, ოპერატიულ-ტაქტიკური წვრთნები იწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წვრთნები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩატარდება.

"სწავლების ძირითადი მიზანი არის აზერბაიჯანისა და თურქეთის არმიების ოპერატიული ქვედანაყოფების ურთიერთქმედების გაუმჯობესება და საბრძოლო ეფექტურობის გაზრდა, ოპერატიული ქვედანაყოფების მეთაურებში სამხედრო გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევების, ასევე ინიციატივის გამოჩენისა და სამხედრო
ნაწილებს გაკონტროლების უნარის განვითარება," - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

წვრთნები 9 აპრილამდე გაგრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები