"რუსეთმა შესაძლოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დატოვოს" - კვირის პალიტრა

"რუსეთმა შესაძლოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დატოვოს"

რუსეთის დუმის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი ელოდება, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მსვლელობისას, რომელიც 19 აპრილს გაიხსნება, მიიღებენ "მკაცრ ანტირუსულ რეზოლუციას", რომელიც დაკავშირებულია პატიმრობაში მყოფ ოპოზიციურ პოლიტიკოსთან ალექსეი ნავალნისთან.

"19 აპრილს სტრასბურგში გაიხსნება საპარლამენტო ასამბლეის მორიგი სესია და სწორედ საჩქარო დებატების ფორმატში განსაკუთრებით აქტუალურ დოსიედ განიხილება ნავალნის დოსიეს მიღება. გასაგებია, რომ ეს იქნება მკაცრი ანტირუსული რეზოლუცია", - განაცხადა სლუცკიმ.

მისი თქმით, ამ ვითარებამ შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ რუსეთმა ეს ორგანიზაცია დატოვოს.