"ზოგიერთი ქვეყნის დედაქალაქებში ჩემი ჩამოგდების გეგმის დამუშავება მიმდინარეობდა" - რას აცხადებს ალიევი? - კვირის პალიტრა

"ზოგიერთი ქვეყნის დედაქალაქებში ჩემი ჩამოგდების გეგმის დამუშავება მიმდინარეობდა" - რას აცხადებს ალიევი?

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ზოგიერთი ქვეყნის დედაქალაქებში მიმდინარეობს გეგმის დამუშავება მისი ჩამოგდების შესახებ. ამის შესახებ "რია ნოვოსტი“ წერს.

"ჩემ წინააღმდეგ იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. 2003 წელს ფრაქცია "სახალხო ფრონტს - მუსავათს“ აზადლიგის მოედანზე სურდა სამხედრო გადატრიალების ორგანიზება, მაგრამ ის ვერ განხორციელდა და ხალხმა მას მხარი არ დაუჭირა. 2005 წელს მათ სურდათ აზერბაიჯანში "ნარინჯისფერი რევოლუციის“ ორგანიზება. მათ უკვე ეკეთათ ნარინჯისფერი სახვევები. მოიტანეს ნარინჯისფერი კარვები. რა მიზანი ჰქონდათ? - ხელისუფლებაში მოეყვანათ მოღალატეები, ყარაბაღი სომხებისთვის გადაეცათ“ , - განაცხადა ალიევმა სამხედრო ალაფის პარკის გახსნაზე ბაქოში, სადაც იმ ტექნიკის დემონსტრირება მოხდა, რომლებიც სომხურ მხარეს ეკუთვნოდა ყარაბაღის ესკალაციის დროს.

ალიევის თქმით, უცხოეთის ზოგიერთი ქვეყნის დედაქალაქებში მიღებული იყო გადაწყვეტილება ალიევის ჩამოგდების შესახებ.

"იმ დროს მოდაში იყო ნარინჯისფერი რევოლუციები. ახლა ყველა ხედავს, რა მოუვიდა ამ რევოლუციებს. ქვეყნები სავალალო მდგომარეობაში არიან, არ შეუძლიათ კრიზისიდან გამოსვლა, ეს კრიზისი 15-17 წელია გრძელდება. ვეჭვობ, ეს ქვეყნები კრიზისიდან გამოვიდნენ“, - მიაჩნია ალიევს.

"ინტერპრესნიუსი"