"უკვე მეშვიდე კვირაა ინფიცირებულთა რიცხვი შეუჩერებლად იზრდება" - რას აცხადებს ჯანმოს ხელმძღვანელი? - კვირის პალიტრა

"უკვე მეშვიდე კვირაა ინფიცირებულთა რიცხვი შეუჩერებლად იზრდება" - რას აცხადებს ჯანმოს ხელმძღვანელი?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ ბოლო შვიდი კვირის მანძილზე მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები ზრდას შეუჩერებლად განაგრძობს.

"იანვარსა და თებერვალში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები 6 კვირის მანძილზე მცირდებოდა. ახლა კი, უკვე მეშვიდე კვირაა ინფიცირებულთა რიცხვი შეუჩერებლად იზრდება. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, უკვე ოთხი კვირაა მსხვერპლთა რიცხვიც მუდმივად იზრდება", -განაცხადა მან.

ბოლო მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის 136 მილიონი შემთხვევა ფიქსრდება, ვირუსს 2.95 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"