ნატოს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად 11 სექტემბრისთვის დატოვებენ
ნატოს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად 11 სექტემბრისთვის დატოვებენ
ნატოს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად 11 სექტემბრისთვის დატოვებენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ავღანეთში აშშ-ის 2 500-მდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, ხოლო მათ გარდა იმყოფება კიდევ 7 000-მდე არაამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, მათი უმრავლესობა ძირითადად ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან არიან, ასევე არიან ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან და საქართველოდან.

”მე აქ ვარ, რათა მჭიდროდ ვითანამშრომლო ჩვენს
მოკავშირეებთან, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იმ პრინციპით, რომელიც ჩვენ თავიდანვე დავადგინეთ: ერთად შევედით, ერთად გავიარეთ ადაპტირება და ერთად გამოვალთ. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ მომდევნო თვეების განმავლობაში ავღანეთიდან ჩვენი ძალების უსაფრთხო და კოორდინირებულ გაყვანაზე ”, - განაცხადა ბლინკენმა.

მანამდე გერმანიამაც განაცხადა, რომ ავღანეთიდან ჯარისკაცებს აშშ-სთან ერთად გამოიყვანს. გერმანიას
ავღანეთში დაახლოებით 1 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული. მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთში დარჩენილი 2500 ამერიკელი სამხედროს ქვეყნიდან გაყვანას 2021 წლის 11 სექტემბრამდე გეგმავს.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები