"პაციენტი, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს მოკვდეს" - რას აცხადებს ალექსეი ნავალნის ექიმი? - კვირის პალიტრა

"პაციენტი, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს მოკვდეს" - რას აცხადებს ალექსეი ნავალნის ექიმი?

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ექიმის განცხადებით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მესამე კვირაში სწრაფად უარესდება და კრემლის 44 წლის კრიტიკოსი შესაძლოა, სიკვდილის პირას აღმოჩნდეს. ამის შესახებ "ასოშიეითედ პრესი" იუწყება.

ექიმის, იაროსლავ აშიხმინის განცხადებით, ანალიზის პასუხები, რომლებიც მან პოლიტიკოსის ოჯახისგან მიიღო, აჩვენებს, რომ მას მკვეთრად მომატებული აქვს კალიუმის დონე, რამაც, შესაძლოა, გულის გაჩერება გამოიწვიოს, ასევე მომატებული აქვს კრეატინინის დონე, რაც თირკმლის დაზიანებაზე მიუთითებს.

"ჩვენი პაციენტი, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს მოკვდეს", - წერს ექიმი "ფეისბუკის" პირად გვერდზე.

"ინტერპრესნიუსი"