მარკეტა გრეგოროვა:"საქართველოს მთავრობის მიმართ ხშირად მკაცრი ვარ,მაგრამ ამჯერად უნდა მივესალმო მათ სურვილს შეთანხმების ხელმოწერაზე" - კვირის პალიტრა

მარკეტა გრეგოროვა:"საქართველოს მთავრობის მიმართ ხშირად მკაცრი ვარ,მაგრამ ამჯერად უნდა მივესალმო მათ სურვილს შეთანხმების ხელმოწერაზე"

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა მიესალმება საქართველოს მთავრობის მზადყოფნას შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით და ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს.

"როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის მიმართ ხშირად მკაცრი ვარ, რადგან მსურს საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდეს, მაგრამ ამჯერად უნდა მივესალმო მათ სურვილს შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით და მოვუწოდებ ოპოზიციას, განსაკუთრებით კი "ნაციონალურ მოძრაობას", რომ გამოიჩინონ კონსტრუქციულობა და დაეხმარონ საქართველოს მდგომარეობის ნორმალიზებაში", - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ "ტვიტერში".

"ინტერპრესნიუსი"