ალექსეი ნავალნი შიმშილობას წყვეტს - კვირის პალიტრა

ალექსეი ნავალნი შიმშილობას წყვეტს

პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ კრემლის კრიტიკოსი სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" წერს.

"ექიმებმა, რომლებსაც მე სრულად ვენდობი, გუშინ გაავრცელეს განცხადება, რომ შიმშილობა შემეწყვიტა. გულწრფელად ვიტყვი, მათი სიტყვები : "ანალიზებმა აჩვენა, რომ მოკლე დროში აღარავინ იქნება სამკურნალო" - ყურადღების ღირსი მეჩვენება. ხელებისა და ფეხების ნაწილებში მგრძნობელობას ვკარგავ. ამ ვითარების გათვალისწინებით, ვიწყებ შიმშილობის შეწყვეტას", - წერს ნავალნი.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა 24 დღის წინ დაიწყო.