ინდოეთში მდინარემ ათობით ცხედარი გამორიყა, დაღუპულები, სავარაუდოდ, კოვიდ 19-ის მსხვერპლები არიან - კვირის პალიტრა

ინდოეთში მდინარემ ათობით ცხედარი გამორიყა, დაღუპულები, სავარაუდოდ, კოვიდ 19-ის მსხვერპლები არიან

ინდოეთში მდინარე განგის სანაპიროებზე ათობით ცხედარი გამოირიყა, დაღუპულები, სავარაუდოდ, კოვიდ 19-ით გარდაცვლილები არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას "ფრანს-პრესი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბუქსარის რაიონში, რომელიც ორი უღარიბესი შტატის, ბიჰარისა და უტარ-პრადეშის საზღვართა მდებარეობს, 40-მდე ცხედარი გამოირიყა. ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით კი, ცხედრების რაოდენობა 100-ს აღწევდა.

ადგილობრივებმა "ფრანს-პრესს" განუცხადეს, რომ მათი აზრით, გვამები მდინარეში იმის გამო გადაყარეს, რომ კრემაციისთვის განკუთვნილი ადგილები გადატვირთულია, ან ნათესავებმა მათი კრემაციისთვის საჭირო შეშის შოვნა ვერ შეძლეს.

შეგახსენებთ, ინდოეთში, ყოველდღიურად კოვიდ 19-სგან 4 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ სტატისტიკაზე გაცილებით მაღალია.