საქართველოს მოქალაქემ მადრიდში საიუველირო მაღაზიის ძარცვისას მძევლები აიყვანა - კვირის პალიტრა

საქართველოს მოქალაქემ მადრიდში საიუველირო მაღაზიის ძარცვისას მძევლები აიყვანა

საქართველოს 31 წლის მოქალაქემ კონსტანტინე ფ.-მ ესპანეთის დედაქალაქის, მადრიდის ცენტრში მდებარე ცნობილი საიუველირო მაღაზია "ერმიტაჟი" გაძარცვა, - ამის შესახებ გამოცემა "დოიჩე ველეში" გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული. შემთხვევა 4 მაისს, რეგიონალური არჩევნების დღეს მოხდა.

სტატიაში : "კორონავირუსმა ესპანეთში ქართველი ქურდების საქმიანობა ვერ შეაფერხა", ვკითხულობთ, რომ მძევლების აყვანამ და ვიტრინების ჩამსხვრევამ პანიკა გამოიწვია.

"ეს ამბავი მძარცველის დაპატიმრებით დასრულდა," - აღნიშნულია სტატიაში.

მადრიდის ადვოკატთა ასოციაციის წევრმა, ხოსე იგნასიო ფლორესმა, იურისტმა, რომელსაც არაერთხელ მოუწია საქართველოს მოქალაქეების დაცვა სასამართლოში, "დოიჩე ველეს" განიცხადა, რომ დაკავებულს ციხეში ხანგრძლივად ყოფნა მოუწევს, ვინაიდან ეს საქმე "ატიპიურია", რადგან ამ დრომდე ქართველი მძარცველები, როგორც წესი, ბინების ძარცვით იყვნენ დაკავებულები და ძალადობას არ მიმართავდნენ.

ესპანეთის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, მხოლოდ აპრილის ბოლოს სევილიასა და ხიხონში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც 28 ბინის ძარცვაში არიან ბრალდებულები.

"ინტერპრესნიუსი"