დაჯგუფება "ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა - კვირის პალიტრა

დაჯგუფება "ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა

დაჯგუფება "ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იწყება.

არსებული ინფორმაციით, დაიღუპა მინიმუმ ერთი ადამიანი.

"ჰამასმა“ განაცხადა, რომ მან 130 რაკეტა გაუშვა თელ-ავივის მიმართულებით.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ისრაელის მთავარი, ბენ გურიონის აეროპორტი დაიხურა.

სამშაბათს საღამოს ისრაელში სირენების ხმა ისმოდა, რადგან თელ-ავივში რაკეტების გაშვების საფრთხე არსებობდა.

მანამდე ტერორისტულმა ორგანიზაციამ განაცხადა: ”თუ ისრაელი გააგრძელებს ღაზაში საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვას - შემდეგი იქნება თელ - ავივის მიმართულებით”.

შეგახსენებთ, 10 მაისს, ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში "ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"