"მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა და მეჩეთებზე თავდასხმა - როდიდან ითვლება ეს საშინელებები თავდაცვად? აშშ-ს აქვს რაიმე რეაქცია ამ ხოცვა-ჟლეტაზე?" - კვირის პალიტრა

"მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა და მეჩეთებზე თავდასხმა - როდიდან ითვლება ეს საშინელებები თავდაცვად? აშშ-ს აქვს რაიმე რეაქცია ამ ხოცვა-ჟლეტაზე?"

თურქეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფაჰრეთი ალთუნი ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

"მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა, პალესტინელების იძულება, დატოვონ საკუთარი სახლები და მათი მიწების ოკუპაცია. მეჩეთებზე თავდასხმა, უდანაშაულო ბავშვების მკვლელობა, როდიდან ითვლება ეს საშინელებები თავდაცვად? აშშ-ს აქვს რაიმე რეაქცია ამ ხოცვა-ჟლეტაზე და ტერორისტულ აქტებზე?" – წერს ალთუნი სოციალურ ქსელ "ტვიტერში".

შეგახსენებთ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ისრაელს აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, ხალხი და ტერიტორია.