"იერუსალიმი არის წითელი ხაზი, არ იქნება მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა, სანამ ის არ გათავისუფლდება" - რას აცხადებს პალესტინის პრეზიდენტი? - კვირის პალიტრა

"იერუსალიმი არის წითელი ხაზი, არ იქნება მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა, სანამ ის არ გათავისუფლდება" - რას აცხადებს პალესტინის პრეზიდენტი?

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ ხელმძღავნელობა ყველა ღონეს იხმარს პალესტინელი ხალხის დასაცავად და ოკუპაციის შესაჩერებლად, რათა ზიანი არ მიადგეს წმინდა ადგილების და პალესტინის დანარჩენ ტერიტორიებს. ამის შესახებ მან რამალაში, პრეზიდენტის შტაბში ხელმძღვანელობის შეხვედრისას განაცხადა.

"მიმდინარე აგრესიამ პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ყველგან, მათ შორის ღაზას სექტორში, გადააჭარბა ყველა ზღვარს, ყველა საერთაშორისო ნორმისა და შეთანხმების უგულებელყოფით, რაც გვაყენებს ეროვნული ვალდებულებებით დაკისრებული ძალიან რთული არჩევანის წინაშე დავიცვათ წმინდა ადგილები, უფლებები და ადამიანები. იერუსალიმი არის წითელი ხაზი. ის არის პალესტინის გული და სული და მისი მარადიული დედაქალაქი. არ იქნება მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა, სანამ ის არ გათავისუფლდება. ჩვენ არ მივიღებთ იმ ფაქტს, რაც ოკუპაციას სურს დააწესოს იერუსალიმში პალესტინელებზე შეტევით. პალესტინელები არსად წავლენ და დარჩებიან ოკუპაციის თალსაჩინო მაგალითად. ისინი არ დატოვებენ სამშობლოს. უსაფრთხოება არ მოდის იარაღისა და ჩაგვრის ძალით“, - განაცხადა აბასმა.

ბოლო ინფორმციით, ღაზას სექტორში ისრაელის მხრიდან ავიაიერიშს ორშაბათის შემდეგ 56 პალესტინელი ემსხვერპლა, მათ შორის 14 ბავშვი, 5 ქალი და ერთი მოხუცია - ინფორმაციას ანკლავის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს. პალესტინის მედიასაშაულებების ცნობით, ამ დრომდე დაიჭრა 335 ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი"