ჯანმოს ხელმძღვანელი: "მოვიდა ჩემი რიგი - ვაქცინა სიცოცხლის გადამრჩენია, გთხოვთ აიცრათ, როცა თქვენი ჯერი დადგება" - კვირის პალიტრა

ჯანმოს ხელმძღვანელი: "მოვიდა ჩემი რიგი - ვაქცინა სიცოცხლის გადამრჩენია, გთხოვთ აიცრათ, როცა თქვენი ჯერი დადგება"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

"დღეს მოვიდა ჩემი რიგი, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ავცრილიყავი. ვაქცინა სიცოცხლის გადამრჩენია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვაქცინის ყველა ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად ჩატანა. თუ ჩემსავით ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ვაქცინა ხელმისაწვდომია, გთხოვთ აიცრათ, როცა თქვენი ჯერი დადგება", - წერს ჯანმო-ს ხელმძღვანელი "ტვიტერზე".