"ისრაელის ქმედებები არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს და ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს!"
ისრაელის ქმედებები არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს და ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
"თურქეთი მოითხოვს ალ-აქსას მეჩეთსა და მუსლიმებზე საზიზღარი თავდასხმები დაუყოვნებლივ შეჩერდეს", - დაწერა ერდოღანი "ტვიტერზე".
მისი შეფასებით, ისრაელის ქმედებები ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, საერთაშორისო სამართალსა და ყველა ადამიანურ ღირებულებას არღვევს.
"თითოეული მუსლიმის მოვალეობაა, დაიცვას წმინდა ქალაქის, იერუსალიმის პატივი, დიდება და ღირსება,"- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, თუ გაეროს უშიშროების საბჭო ვერ შეაჩერებს ისრაელს სწრაფი და ეფექტური ზომებით, ეს დაადასტურებს, რომ საერთაშორისო სისტემა დანგრეულია.
"ინტერპრესნიუსი"