აშშ-ის პრეზიდენტი: "ისრაელს უფლება აქვს დაიცვას საკუთარი თავი, როცა მის ტერიტორიაზე ათასობით რაკეტა მიფრინავს" - კვირის პალიტრა

აშშ-ის პრეზიდენტი: "ისრაელს უფლება აქვს დაიცვას საკუთარი თავი, როცა მის ტერიტორიაზე ათასობით რაკეტა მიფრინავს"

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა, - ამის შესახებ განცხადება ჯო ბაიდენმა თავად გააკეთა.

"მაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ეს მალე დასრულდება. მაგრამ ისრაელს უფლება აქვს დაიცვას საკუთარი თავი, როდესაც შენს ტერიტორიაზე ათასობით რაკეტა მოფრინავს,"- აღნიშნა ბაიდენმა.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას თეთრმა სახლმაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ჯო ბაიდენმა დაგმო "ჰამასისა" და სხვა ტერორისტული ჯგუფების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმები.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა დაგმო "ჰამასისა" და სხვა ტერორისტული ჯგუფების სარაკეტო თავდასხმები, მათ შორის იერუსალიმისა და თელ-ავივის წინააღმდეგ. მან გამოხატა თავისი ურყევი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი და ისრაელის კანონიერი უფლებისადმი, დაიცვას საკუთარი თავი და ხალხი,"- აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"