რას წარმოადგენს ანტისარაკეტო სისტემა "რკინის გუმბათი“, რომელსაც ისრაელში "ცის ღმერთს" ეძახიან? - კვირის პალიტრა

რას წარმოადგენს ანტისარაკეტო სისტემა "რკინის გუმბათი“, რომელსაც ისრაელში "ცის ღმერთს" ეძახიან?

არქივი

11 მაისის საღამოს, ისრაელზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანეს. საერთო ჯამში ქვეყნის ტერიტორიას 600-ზე მეტი რაკეტა ესროლეს. მათი დიდი ნაწილი დაიჭირა საჰაერო თავდაცვის სისტემა "რკინის გუმბათმა", მაგრამ რამდენიმე რაკეტამ მიზანს მიაღწია. სარაკეტო თავდასხმის სამიზნედ იქცა ქვეყნის დედაქალაქი თელ-ავივი, რომლის მიმართულებითაც 130 რაკეტაზე მეტი გაუშვეს. იერიშებისთვის პასუხისმგებლობა იკისრეს პალესტინის რადიკალურმა დაჯგუფებებმა: "ჰამასმა" და "ისლამურმა ჯიჰადმა". თავის მხრივ, ისრაელის არმიამ პალესტინელთა 100-ზე მეტი სამიზნის წინააღმდეგ განახორციელა იერიში. Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ღაზას სექტორში 35 პალესტინელი დაიღუპა. სააგენტოსვე ცნობით, ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა.

რას წარმოადგენს თავდაცვითი სისტემა "რკინის გუმბათი", რომელმაც ნასროლი რაკეტების 90%-ზე მეტის განეიტრალება შეძლო?

"რკინის გუმბათი" (ებრ. כיפת ברזל, ინგლ. Iron Dome) - ტაქტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა, რომელიც განკუთვნილია არამართვადი ტაქტიკური რაკეტებისაგან ისრაელის დაცვისთვის 4-დან 70 კმ-მდე ფრენის მანძილიდან. შექმნილია კომპანია Rafael-ის მიერ. როგორც ამბობენ, მას ისრაელელები "ცის ღმერთსაც" კი ეძახიან.

თითოეულ ბატარეას შეუძლია დაიცვას 150 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია.

"რკინის გუმბათის" ძირითად ღირსებას მისი რადარი წარმოადგენს. კომპანია Elta Systems–ის მრავალფუნქციურ რადიოლოკაციურ სადგურს, EL/M-2084-ს, სწრაფად შეუძლია მოახდინოს მიზნების იდენტიფიკაცია და მათი ტრაექტორიის გამოთვლა. პალესტინური კუსტარული რაკეტების საკმაოდ დაბალი სიზუსტის გამო ისინი ხშირად ცდებიან მიზანს და ამიტომ ასეთ შემთხვევაში საფრთხეს არ წარმოადგენენ. რადარის შესაძლებლობები საშუალებას იძლევა მოხდეს ისეთი რაკეტების იგნორირება, ანუ თუ რაკეტა დაუსახლებელ ტერიტორიაზე ვარდება, მასზე სისტემა რეაგირებას არ ახდენს. რაკეტის აღმოჩენას და ბრძანების გაცემას კი 3 წამი სჭირდება. განაგრძეთ კითხვა