ემოციური კადრები ისრაელსა და პალესტინელებს შორის არსებული კონფლიქტის ზონიდან - კვირის პალიტრა

ემოციური კადრები ისრაელსა და პალესტინელებს შორის არსებული კონფლიქტის ზონიდან

ისრაელის მიერ ორშაბათს დაწყებული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ღაზას ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის სულ მცირე 17 ბავშვია. ამასთან ავიაიერიშების შედეგად 480 ადამიანი დაშავდა.

თავის მხრივ ისრაელის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ღაზადან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად ისრაელში 7 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით კი, ღაზადან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს "ჰამასის" ასობით სამიზნეზე ავიაიერიშით უპასუხეს და ათობით მებრძოლი ლიკვიდაცია მოახდინეს.

გამოცემა BuzzFeed News შემთხვევის ადგილიდან ფოტოებს ავრცელებს.

დაბომბილი ქალაქი, 2021 წელი, 11 მაისი.

კვამლი ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ღაზაში, ჰანადის უბანზე, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს, 2021 წლის 11 მაისს.

"ბომბების წვიმა"

პალესტინის მოქალაქე ამოწმებს ისრაელის საჰაერო დარტყმის ადგილს, 11 მაისი.

ახლობელი გლოვობს აჰმედ ალ-შენბარის ცხედარს, რომელიც ისრაელის საჰაერო თავდასხმების დროს მოკლეს, 2021 წელი.

დაბომბილი პალესტინის შენობები, ალ-რიმალის სამეზობლო "ჰანადი"

პალესტინელები ამოწმებენ ზიანს ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, 2021 წლის 11 მაისს.

ისრაელის უსაფრთხოების ძალები ჰელონში, ხანძრის საწინააღმდეგო ქაფით გარშემორტყმულ დამწვარ მანქანებთან დგანან, მას შემდეგ რაც ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.

11 მაისს ღაზას სექტორიდან წამოსული რაკეტა სავაჭრო ცენტრს მოხვდა, დაიბომბა მთელი კომპლექსი.

ისრაელის მეხანძრეები ამოწმებენ დამწვარ ავტობუსს ჰოლონში

ღაზადან წამოსული რაკეტა ისრაელის ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩაჭრა, 2021 წლის 11 მაისი.

(სპეციალურად საიტისთვის)