ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ "ჰამასის" სადაზვერვო ცენტრი დაბომბა - კვირის პალიტრა

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ "ჰამასის" სადაზვერვო ცენტრი დაბომბა

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ საჰაერო იერიში მიიტანა "ჰამასის“ სადაზვერვო ობიექტზე, სადაც ათობით საიდუმლო აგენტი იმყოფებოდა.

მათივე ინფორმაციით, ობიექტი სათვალთვალო ქსელის მთავარი სამეთაურო ცენტრი იყო.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ასევე აცხადებენ, რომ ღაზას სექტორში ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში ოთხ "ოპერატიულ ბინას“ დაარტყეს, რომლებსაც "ჰამასის“ მაღალი რანგის პირები იყენებდნენ.

"ინტერპრესნიუსი"