ისრაელის თავდაცვითი უწყების ინფორმაციით, ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან სამი რაკეტა ისროლეს - კვირის პალიტრა

ისრაელის თავდაცვითი უწყების ინფორმაციით, ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან სამი რაკეტა ისროლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მოსაზღვრე ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა ისროლეს და რაკეტები ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა, ისრაელის ჩრდილოეთ სანაპიროებთან.

„ცოტა ხნის წინ ლიბანიდან სამი რაკეტა ისროლეს ხმელთაშუა ზღვაში ჩრდილოეთ ისრაელის სანაპიროსთან“, - წერია თავდაცვითი უწყების "ტვიტერის" გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

მედიის ცნობით, რაკეტების დაცემის ხმა ისრაელის ქალაქ შლომის მაცხოვრებლებმა გაიგონეს.

როგორც ისრაელის მედია წერს, ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა „ალ-ჯაზირას“ განუცხადა, რომ ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა ლიბანის სამხრეთში მცხოვრები პალესტინელი ლტოლვილების ბანაკიდან გაუშვეს. მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს, თუ ვინ ისროლა რაკეტები.

"ინტერპრესნიუსი"