კოვიდ -19-ის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს არ სჭირდებათ პირბადის ტარება ან სოციალური დისტანცირება დახურულ თუ ღია სივრცეში, გარდა გარკვეული გარემოებებისა, - ამის შესახებ აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა განაცხადა.”თუ სრულად ხართ აცრილი, შეგიძლიათ დაიწყოთ ისეთი რამის გაკეთება, რაც პანდემიის გამო შეწყვიტეთ”, - თქვა როშელ ვალენსკიმ ბრიფინგზე.ამასთან, მოგზაურობის დროს ნიღბების ტარების მოთხოვნა - ავტობუსებში, მატარებლებში, თვითმფრინავებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში - ჯერ კიდევ დგას."ინტერპრესნიუსი"