ისრაელში დაშავებული ქართველი ებრაელი აცხადებს, რომ მას ფიზიკურად არაბები გაუსწორდნენ, რომლებიც ქვებს და აგურებს ურტყამდნენ
ისრაელში დაშავებული ქართველი ებრაელი აცხადებს, რომ მას ფიზიკურად არაბები გაუსწორდნენ, რომლებიც ქვებს და აგურებს ურტყამდნენ
ისრაელში დაშავებული ქართველი ებრაელი მორის ჯანაშვილი აცხადებს, რომ მას არაბები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქვებს ესროდნენ, რა დროსაც სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. მისი თქმით, თავდამსხმელების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ მას საკუთარ მანქანაზე ისრაელის დროშა ჰქონდა დამაგრებული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მორის ჯანაშვილს თავს ქალაქ აკოში არაბები დაესხნენ.

"დედაჩემის სახლისკენ მივდიოდი. ტერიტორიაზე ასობით არაბი იყო შეკრებილი. როდესაც დაინახეს, რომ მანქანაზე ისრაელის დროშა მქონდა დამაგრებული ქვების სროლა დაიწყეს. ავტომობილს ვეღარ ვმართავდი. გადმოვედი და დედაჩემის სახლისკენ
გავიქეცი, ისინი გამომეკიდნენ. წავიქეცი, თავს მესხმოდნენ, ქვებს და აგურებს მირტყამდნენ. მეგონა, იქიდან ცოცხალი ვერ გამოვაღწევდი. ეს ყველაფერი ჩემმა არაბმა მეზობლებმა გაიგეს და მათ გადამარჩინეს", - აცხადებს მორის ჯანაშვილი, რომლის კომენტარის თარგმანს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

დაშავებული ჯანაშვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები